19:31 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-08 16:10:35, 322 ნახვა

პოლიტიკა
კირცხალია „ნაცმოძრაობის“ კამპანიაზე - ისევ იმ ლიბერალური ფაშიზმის გაგრძელებაა, რასაც ამდენი ხანია კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ საზოგადოებას სთავაზობს

საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი კირცხალია "ნაციონალური მოძრაობის" კამპანიას და მათ ბანერებს აფასებს.

როგორც კირცხალაია აღნიშნავს, "ნაციონალური მოძრაობის" კამპანია ზიზღის და ბულინგის ენაა". 

"ზედმეტი აღქმები არ სჭირდება, ეს არის პირდაპირ ზიზღის ენა, პირდაპირი ბულინგის ენა, ისევ იმ ლიბერალური ფაშიზმის გაგრძელება, რასაც ამდენი ხანია კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ სთავაზობს ჩვენს საზოგადოებას. ახლა ეს ბანერებიც არის ამის პირდაპირი გამოხატულება.

მოვუწოდებ ყველა სადამკვირვებლო მისიას, რომელიც მუშაობს და რომელიც აკვირდება წინასაარჩევნო პროცესს ჩვენს ქვეყანაში, სასწრაფოდ შეიტანონ თავიანთ  ანგარიშებში ეს სიბინძურე, ეს სიძულვილის ენა, რასაც ვხედავთ მათ ბანერებზე.  ვისაც ეკუთვნის, ადრესატი თვითონ მიხვდება, რომ  ნუ არიან დაკავებული ორმაგი და სამმაგი სტანდარტებით, არამედ ობიექტურად განსაჯონ პოლიტიკური სიტუაცია და წინასაარჩევნო ვითარება",- განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინის პარლამენტმა ქვეყნის მთავრობა დაითხოვა
გეგელია - იმ ფონზე, როცა უკრაინა და მოლდოვა წინ მიდიან, საქართველო არის სრულ ჩიხში და იზოლაციაში
ჩინეთმა რუსეთთან ახალი გაზსადენი „სიბირის ძალა 2“-ის შესახებ მოლაპარაკებები შეაჩერა
თანამდებობის პირებმა 8 თვეში 24 მილიონი ლარის საჩუქრები მიიღეს – TI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics