|
2024-10-06 12:11:56, 443 ნახვა
მსოფლიო
გუტერეში - 7 ოქტომბერი არის დღე, როდესაც მსოფლიომ ყველაზე ხმამაღლა უნდა დაგმოს „ჰამასის“ ამაზრზენი ქმედებები
7 ოქტომბერი არის დღე, როდესაც მსოფლიომ ყველაზე ხმამაღლა უნდა დაგმოს "ჰამასის" ამაზრზენი ქმედებები, - ამის შესახებ გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა ვიდეომიმართვაში განაცხადა. გუტერეშმა ყველა მძევლის გათავისუფლება მოითხოვა და აღნიშნა, რომ ახლა მშვიდობის და სამართლიანობის დროა. "სრულდება ერთი წელი 7 ოქტომბრის საშინელი მოვლენებიდან, როდესაც "ჰამასმა" დაიწყო ფართომასშტაბიანი ტერორისტული თავდასხმა ისრაელში, რის შედეგადაც დაიღუპა 1 250-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის ბავშვები და ქალები. 250-ზე მეტი ადამიანი გაიტაცეს და გადაიყვანეს ღაზაში, მათ შორის ბევრი ქალი და ბავშვი. ეს არის დღე, როდესაც მსოფლიომ ყველაზე ხმამაღლა უნდა დაგმოს "ჰამასის" ამაზრზენი ქმედებები. კიდევ ერთხელ მოვითხოვ ყველა მძევლის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას. სოლიდარობას ვუცხადებ ყველა დაზარალებულს და მათ ახლობლებს", - განაცხადა გუტერეშმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)