|
2016-02-23 16:18:00, 441 ნახვა
პოლიტიკა
დავით ბაქრაძე: სასამართლოს თავისუფლება
ის ფორმა და შინაარსი, რომლითაც ბატონი მამუკა ახვლედიანის გათავისუფლება მოხდა, არ შეიძლება ამ ადამიანის დევნის შთაბეჭდილებას არ ტოვებდეს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა, დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ბაქრაძე აღნიშნავს, ახვლედიანის დევნა, ისევე როგორც გიგი უგულავას 24 საათში დაპატიმრება და ისე როგორც მოსამართლე ურთმელიძის მოქმედებებმა "რუსთავი-2"-ის საქმეზე აჩვენებს, რომ სასამართლოს თავისუფლება არის "ქართული ოცნების" კიდევ ერთი ტყუილი. "თბილისის საქალაქო სასამართლოსთან და მათ შორის მის თავმჯდომარესთან, ჩვენ ძალიან სერიოზული პრეტენზიები გვქონდა, როდესაც საკითხები თუნდაც გიგი უგულავას დაპატიმრებას, "რუსთავი 2"-ის საქმეს ეხებოდა, მაგრამ მიუხედავად ამ პრეტენზიებისა, ის ფორმა და შინაარსი, რომლითაც ბატონი მამუკა ახვლედიანის გათავისუფლება მოხდა, არ შეიძლება ამ ადამიანის დევნის შტაბეჭდილებას არ ტოვებდეს, როდესაც მოსამართლე გამოდის და საუბრობს სისტემაში არსებულ პრობლემებზე, კორუფციაზე, ზეწოლაზე და ამ ყველაფრის პასუხად მას თანამდებობიდან ათავისუფლებენ. რა თქმა უნდა, ეს მკაფიოდ დევნის შთაბეჭდილებას ტოვებს. ეს საკითხი არის გამოსაძიებელი. თვითონ სასამართლოს ინტერესებშივე უნდა იყოს, რომ ამ საკითხთან მიმართებაში კითხვის ნიშნები არ დარჩეს. რაც შეხება პოლიტიკურ შეფასებს, მე ვიტყოდი, რომ ბატონი ახვლედიანის დევნა, ისევე როგორც გიგი უგულავას 24 საათში დაპატიმრება და ისე როგორც მოსამართლე ურთმელიძის მოქმედებებმა "რუსთავი-2"-ის საქმეზე, აჩვენა, რომ სასამართლოს თავისუფლება გახლავთ კიდევ ერთი ტყუილი და ისეთივე ტყუილი დაპირება, როგორიც "ქართულმა ოცნებამ" ეკონომიკასთან, სამუშაო ადგილებთან, დასაქმებასთან და მთელ რიგ სხვა დაპირებებთან ერთად გასცა. რაც შეეხება კომისიას, ის უნდა შეიქმნას, მეტს ვერაფერს ვიტყვი", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
უპასუხისმგებლო და უნიჭო ცინიზმი - კირცხალიას გახარიას გუნდში უპასუხეს
ირაკლი კირცხალია - სენეგალში, დეპუტატმა ფეხმძიმე კოლეგას ჩაარტყა ფეხი - ბატონმა გიგა ფარულავამ წარმოადგინოს ორსულობის შესახებ ცნობა
Sky: პრინც ჰარის ბუკინგემის სასახლეში დარჩენის შესაძლებლობა ჩამოერთვა
ბაზისბანკის და საბვეის გემრიელი, ჯანსაღი და საიმედო პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
რუსმა ოკუპანტებმა კიევში საცხოვრებელი სახლები ამ კვირაში მეორედ დაბომბეს, 11 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)