15:45 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-23 15:02:43, 553 ნახვა

პოლიტიკა
სოზარ სუბარი: თუ კოალიციის დაშლა მაინც მოხდება, ეს დიდი ტრაგედია არ იქნება

კოალიციის დაშლა არჩევნების წინ, არ არის სასურველი ამბავი. შესაბამისად არც ველოდები, რომ მოვლენები ასე განვითარდება, - ამის შესახებ საქართველოს იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც სუბარმა აღნიშნა, გოგი თოფაძეს და თინა ხიდაშელის დაპირისპირება პიროვნული არ არის, თუმცა თოფაძეს ბრალდებები არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით არის აბსურდული.

"კოალიციის დაშლა არჩევნების წინ, არ არის სასურველი ამბავი. შესაბამისად არც ველოდები, რომ მოვლენები ასე განვითარდება. როდესაც საუბარია არჩევნების გაყალბებაზე, ეს ძალიან არასწორი შეფასებაა.

არ ვთვლი, რომ თოფაძეს და ხიდაშელის დაპირისპირება არის პიროვნული, თუმცა ბრალდება, თითქოს არჩევნები გაყალბდა არის აბსურდი. ჩვენ ვხედავდით, რომ არჩევნები აბსოლუტურად ღიად ჩატარდა. იმედი მაქვს, რომ შესაბამისი პასუხის ყველა მიიღებს. თუ კოალიციის დაშლა მაინც მოხდება, თავის დროზე ანტანტა დაიშალა, არა თუ კოალიციები, ამიტომ ეს დიდი ტრაგედია არ იქნება", - განაცხადა სოზარ სუბარმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ჩვენ გვჭირდება შემაკავებელი ორდერი“- ტრამპი მელონის კიდევ ერთხელ დასცინის
ლუკაშენკო: ბელარუსს ბრძოლა არ სურს, მაგრამ მტრის წინაშე თავს არ დახრის
სკოლებში ქიმიის სწავლება მე-7 კლასიდან დაიწყება, გაიყოფა ქართული ენისა და ლიტერატურის საგანი
ერდოღანი და ტრამპი უკრაინასთან დაკავშირებით თურქეთის ინიციატივებს განიხილავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics