07:27 - 07 Jul, 2026
|
2024-10-02 12:51:09, 442 ნახვა
მსოფლიო
Axios - ისრაელი ირანზე საპასუხო თავდასხმას გეგმავს
ისრაელი ირანზე საპასუხო თავდასხმას გეგმავს, რომლის სამიზნე, შესაძლოა, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები და ბირთვული ობიექტები გახდეს. ამის შესახებ ინფორმაციას Axios-ი ისრაელის მთავრობის წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც მედია წერს, ისრაელმა საპასუხო შეტევა, შესაძლოა, რამდენიმე დღეში დაიწყოს. "ასევე შესაძლებელია მიზნობრივი მკვლელობები და ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემების განეიტრალება მოხდეს",- განაცხადეს ისრაელის მთავრობის წევრებმა. ისრაელის 2-მა ოფიციალურმა პირმა თქვა, რომ უსაფრთხოების კაბინეტის რამდენიმესაათიანი სხდომა დასრულდა იმ გაგებით, რომ ისრაელის სამხედრო პასუხი იქნება. აღსანიშნავია, რომ ირანი ისრაელს დაემუქრა, თუ ისრაელი სარაკეტო თავდასხმას ძალით უპასუხებს, თეირანი კვლავ თავს დაესხმება ისრაელს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)