08:43 - 07 Jul, 2026
|
2024-10-02 11:13:21, 449 ნახვა
მსოფლიო
ისრაელის თავდაცვის ძალები - დღეს დილით ლიბანმა ისრაელის მიმართულებით 50-მდე რაკეტა გაუშვა
დღეს დილით ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით, დაახლოებით, 50-მდე რაკეტა გაუშვეს. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის მედია ქვეყნის თავდაცვის ძალების განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. მედიის ცნობით, 10-მდე საცხოვრებელი სახლი დაზიანებულია, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. პარალელურად, ისრაელის თავდაცვის ძალები აგრძელებენ ბეირუთზე დარტყმებს. ღამით ისრაელმა ლიბანის დედაქალაქის მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდა. "ყურადღება, არ გადახვიდეთ სამხრეთით. სამხრეთის მიმართულებით ნებისმიერმა მოძრაობამ, შეიძლება, საფრთხე შეუქმნას თქვენს სიცოცხლეს",- ნათქვამია ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)