|
2024-10-01 22:24:24, 463 ნახვა
მსოფლიო
ტერაქტი თელავივში - რვა ადამიანი დაიღუპა და 10-ზე მეტი დაშავდა
თელ ავივში იაფაში უცნობმა პირებმა გამვლელებს ცეცხლი გაუხსნეს. The Times of Israel-ის ცნობით, რვა ადამიანი დაიღუპა და 10-ზე მეტი დაშავდა. ტერორისტები ტრამვაიდან გადმოვიდნენ და იქ მყოფ მგზავრებზე სროლა დაიწყეს, წერს ისრაელის ხმა ტელეგრამის არხი. ისრაელის პოლიციამ მომხდარს ტერორისტული თავდასხმა უწოდა. The Jerusalem Post-ის ცნობით, ისრაელის პოლიციამ ესროლა და მოკლა ორი ტერორისტი, რომლებმაც ცეცხლი გახსნეს. Ynet-მა გამოაქვეყნა სავარაუდო ტერორისტების CCTV-ს ფოტოები. სახმელეთო შემოსევამდე ისრაელი ორი კვირის განმავლობაში აქტიურად ბომბავდა ლიბანს. დაბომბვის შედეგად დაიღუპა ჰეზბოლას თითქმის ყველა უმაღლესი მეთაური, მათ შორის მისი ლიდერი ჰასან ნასრალა. ლიბანის ხელისუფლების ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად ასევე დაიღუპა ათასი ადამიანი.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)