|
2024-09-27 21:07:54, 463 ნახვა
ეკონომიკა
დავითაშვილი - საქართველოს, როგორც ტურისტული ქვეყნის ცნობადობა ბოლო წლებში იზრდება და ამის ერთ-ერთი მაჩვენებელია, რომ მსოფლიო ტურიზმის დღე წელს აქ აღინიშნება
ვფიქრობ, რომ საქართველოს, როგორც ტურისტული ქვეყნის ცნობადობა ბოლო წლებში იზრდება და ამის ერთ-ერთი მაჩვენებელი ისიც არის, რომ მსოფლიო ტურიზმის დღე წელს აქ აღინიშნება. ეს არის მნიშვნელოვანი თარიღი, როდესაც მთელი მსოფლიო აღნიშნავს ტურიზმის მნიშვნელობას, იკრიბებიან სექტორის ლიდერები, ტურიზმის ექსპერტები, ინდუსტრიის, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები და ტურიზმის დარგში მიმდინარე მოვლენებზე მსჯელობენ, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დღეს მსოფლიო ტურიზმის დღის ღონისძიების საქართველოში ჩატარების მნიშვნელობაზე საუბრისას. ლევან დავითაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ მსოფლიო ტურიზმის დღის წლევანდელი თემა „ტურიზმი და მშვიდობაა", რაც საქართველოსთვისაც აქტუალური საკითხია, ისევე, როგორც მთელი მსოფლიოსთვის. როგორც მან აღნიშნა, ტურიზმი ვითარდება მხოლოდ მშვიდობის პირობებში და ასევე ტურიზმს გარკვეული ფუნქციაც აქვს - ხელი შეუწყოს მშვიდობას ხალხთა შორის. „საქართველოსთვის მშვიდობის თემა ძალიან აქტუალურია, რადგან ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც ბოლო ათწლეულების განმავლობაში რამდენიმე ომი გადახდა თავს, რომელმაც თავის საკუთარ თავზე იწვნია ომის პრობლემები, გამოწვევები, ტრაგედიები. ასე რომ, ყველაზე მეტად ვიცით მშვიდობის ფასი", - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. პირველმა ვიცე-პრემიერმა აქცენტი გააკეთა ღონისძიების მასშტაბურობასა და წარმომადგენლობით ხასიათზე - დღეს თბილისში იმყოფება 150-ზე მეტი დელეგატი 40-ზე მეტი ქვეყნიდან, მათ შორის ინდუსტრიის წამყვანი პირები, წამყვანი ინვესტორები, ასევე პოლიტიკის შემქმნელი ორგანიზაციები მსოფლიო ტურიზმის მიმართულებით. ლევან დავითაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ მათი საქართველოში ყოფნა, რა თქმა უნდა, ჩვენი, როგორც ტურისტული ქვეყნის მნიშვნელობას კიდევ უფრო გაზრდის საერთაშორისო ასპარეზზე. „დღეს ჩვენ ასევე კონკრეტიკაზეც ვისაუბრეთ - წარმოდგენილი პრეზენტაცია საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ. ეს საინტერესო გზამკვლევია, რომელიც ტურიზმის საერთაშორისო ორგანიზაციასთან ერთად მომზადდა და ვფიქრობ, საქართველოში წაახალისებს ტურიზმის ინდუსტრიაში ხარისხიან, მათ შორის უცხოურ ინვესტიციებს. ასევე ჩვენ ვისაუბრეთ ზოგადად საქართველოში მეტი ტურისტის მოზიდვის საკითხზე, გვქონდა ორმხრივი შეხვედრები სხვადასხვა ქვეყანასთან - თუ როგორ წავახალისოთ საქართველოში ტურისტების რიცხვის ზრდა, ეს იქნება მაგალითად მედია-ტურები, ცნობადობის გაზრდა და ა.შ. კიდევ ბევრი დეტალი მათ შორის თანამშრომლობის მემორანდუმებში აისახება", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)