15:45 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-22 16:03:23, 508 ნახვა

პოლიტიკა
ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილს უმასპინძლა

საქართველო-ჩეხეთს შორის არსებულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ურთიერთობებზე იმსჯელეს პირისპირ შეხვედრის დროს საქართველოსა და ჩეხეთის პრემიერ-მინისტრებმა.

შეხვედრაზე გიორგი კვირიკაშვილმა და ბოჰუსლავ სობოტკამ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს საქართველო-ჩეხეთის ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივებზე.

ორი ქვეყნის მთავრობის მეთაურებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის კუთხით გადადგმული ნაბიჯები და თანამშრომლობის პერსპექტივები ისეთ სფეროებში, როგორიცაა ვაჭრობა და ინვესტიციები, ტრანსპორტი, ენერგეტიკა, გარემოს დაცვა, სოფლის მეურნეობა, ინტელექტუალური საკუთრების დაცვა და სხვა.

ჩეხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა საქართველოს პრემიერს ვიზალიბერალიზაციის პროცესში სრული მხარდაჭერა გამოუცხადა და რეფორმების განხორციელების კუთხით მიღწეული შედეგი დადებითად შეაფასა. გიორგი კვირიკაშვილმა ჩეხ კოლეგას მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და ბოჰუსლავ სობოტკა საქართველოში მოიწვია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ჩვენ გვჭირდება შემაკავებელი ორდერი“- ტრამპი მელონის კიდევ ერთხელ დასცინის
ლუკაშენკო: ბელარუსს ბრძოლა არ სურს, მაგრამ მტრის წინაშე თავს არ დახრის
სკოლებში ქიმიის სწავლება მე-7 კლასიდან დაიწყება, გაიყოფა ქართული ენისა და ლიტერატურის საგანი
ერდოღანი და ტრამპი უკრაინასთან დაკავშირებით თურქეთის ინიციატივებს განიხილავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics