|
2024-09-20 21:27:00, 397 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძე „მილანის“ ფეხბურთელებს თბილისის აეროპორტში დახვდა
დედაქალაქის მერი კახა კალაძე საფეხბურთო კლუბ „მილანის“ლეგენდებს თბილისის აეროპორტში დახვდა. „მილანის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, კახა კალაძემ თბილისში ხვალ დაგეგმილ ლეგენდების მატჩზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის ამ მატჩზე დასწრება ძალიან საინტერესო და ემოციური იქნება. „სასიმოვნოა, რომ ხვალ გაიმართება აღნიშნული შეხვედრა, საღამოს, 19:00 საათზე. ქართველ გულშემატკივარს, ვფიქრობ, საინტერესო საღამო ელოდება დედაქალაქში. თბილისში გულშემატკივარი იხილავს თავის საყვარელ ფეხბურთელებს, როგორც ქართველ, ასევე სხვადასხვა ეროვნების ფეხბურთელებს, რომლებიც თამაშობდნენ იმ ისტორიულ „მილანში“, რომელმაც, ფაქტობრივად, ყველაფერი მოიგო ათი წლის განმავლობაში და მიხარია, რომ იმ გუნდის ნაწილი ვიყავი. მილანი არის უდიდესი ისტორიის მქონე გუნდი და ძალიან მიხარია, რომ ჩემი ყოფილი თანაგუნდელები ჩამოვიდნენ. ჩემთვის ძალიან ემოციურია, რადგან მე დღესაც ვაგრძელებ მეგობრობას ბიჭებთან და ყველა ძალიან დიდი სიამოვნებით სტუმრობს ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ულამაზეს დედაქალაქს. ხვალ, ასევე, კარგი ამინდი იქნება, როგორც ვიცი და გულშემატკივარს სასიამოვნო საღამო ელოდება“, - განაცხადა კახა კალაძემ. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და თბილისის მერიის ორგანიზებით, 21 სექტემბერს თბილისში ერთმანეთს საქართველოს ნაკრებისა და იტალიური „მილანის“ ლეგენდები დაუპირისპირდებიან. აღნიშნულ ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
Financial Times: აშშ უკრაინას რუსეთის ნავთობობიექტებზე თავდასხმებში ეხმარება
გერმანიის სამხედრო ხარჯები ცივი ომის შემდეგ უნახავ დონეს მიაღწევს
„როსატომმა“ კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადა
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)