|
2024-09-17 12:12:28, 436 ნახვა
მსოფლიო
The Times of Israel - ბენიამინ ნეთანიაჰუ თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის თანამდებობიდან გადაყენებას გეგმავს
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ქვეყნის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის თანამდებობიდან გადაყენებას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ნეთანიაჰუ თავდაცვის მინისტრის პორტფელს პარტია “ახალი იმედის“ ლიდერს, ისრაელის იუსტიციის ყოფილ მინისტრს, გიდეონ საარს შესთავაზებს. “ისრაელის იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა გამოთქვა წინააღმდეგობა სასამართლო რეფორმის დიდ ნაწილზე, რომელიც კრიტიკოსების თქმით, ძირს უთხრის ისრაელის დემოკრატიას. რეფორმა დიდწილად შეჩერდა მასობრივი პროტესტისა და ომის დაწყების ფონზე“,- ნათქვამია ინფორმაციაში. მედიის ცნობით, გიდეონ საარს, შესაძლოა, საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაც შესთავაზონ და ამ შემთხვევაში საგარეო უწყების ამჟამინდელი ხელმძღვანელი ისრაელ კაცი თავდაცვის მინისტრის თანამდებობას დაიკავებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)