|
2024-09-17 10:12:31, 388 ნახვა
მსოფლიო
ჯო ბაიდენსა და დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და “რესპუბლიკური პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატ დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. თეთრი სახლის ინფორმაციით, ბაიდენსა და ტრამპს შორის საუბარი "გულწრფელი იყო და აშშ-ის პრეზიდენტი ტრამპის უსაფრთხოდ ყოფნის გამო თავს მშვიდად გრძნობს". “ჩვენ ძალიან კარგი საუბარი გვქონდა. საუბარი იყო საიდუმლო სამსახურზე“,- აღნიშნა ტრამპმა. შეგახსენებთ, ფლორიდაში, საერთაშორისო გოლფის კლუბში, სადაც ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი და "რესპუბლიკური პარტიის" პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი თამაშობდა, სროლა იყო. მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ერთი პირი დააკავეს. დაკავებული 58 წლის რაიან უესლი როუთია, რომელიც თვითდასაქმებული მშენებელია ჰავაიდან. გამოძიების ფედერალური ბიუროს განცხადებით, "ინციდენტი, როგორც ჩანს, მკვლელობის მცდელობა იყო" და მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)