01:19 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-16 16:33:23, 385 ნახვა

საზოგადოება
18 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით, „ყაზბეგის“ საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობა შეიზღუდება

მიმდინარე წლის, 18 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით, 06:00 სთ-დან-09:00 სთ-მდე, “ყაზბეგის" საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, ორივე ქვეყნის მიმართულებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

როგორც შემოსავლების სამსახური საავტომობილო გზების დეპარტამენტზე დაყრდნობით იტყობინება, სგპ, “ყაზბეგის" მიმდებარე ტერიტორიაზე, საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე, დაგეგმილია გადაუდებელი საგზაო-სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოება, რის გამოც, სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში ავტომობილების გადაადგილება შეჩერებული იქნება.

“აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის შემოტანა-გატანა, აგრეთვე სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთ ფიზიკურ პირთა მიმართ საბაჟო კონტროლის პროცედურები, დროის ამ მონაკვეთში ვერ განხორციელდება.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ზემოაღნიშნული დროის (06:00-09:00 საათი) ამოწურვის შემდეგ, საბაჟო გამშვები პუნქტი “ყაზბეგი“ ჩვეულ რეჟიმში, სრული დატვირთვით გააგრძელებს მუშაობას. შესაბამისად, მგზავრებისა და ტვირთების გატარება შეუფერხებლად განხორციელდება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics