07:12 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-15 09:52:18, 314 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - მოსახლეობას, პირველ რიგში, ვპირდებით მშვიდობას და ამას მოჰყვება ქვეყნის განვითარებაც

მიუხედავად შემოტევებისა, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ ქვეყანაში მშვიდობა შენარჩუნდეს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან განაცხადა.

მისი თქმით, ბოლო დროს განსაკუთრებით გამოჩნდა, რომ ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებას ალტერნატივა არ გააჩნია.

„დღეს, საარჩევნო  კამპანიის ფარგლებში, შიდა ქართლის მოსახლეობას შევხვდით.   ბოლო დროს გაკეთებული განცხადებები კიდევ უფრო ცხადყოფს, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ გააჩნია. მიუხედავად შემოტევების, ზეწოლის და ბულინგისა, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ ქვეყანაში მშვიდობა შენარჩუნდეს. ამის გარეშე, შეუძლებელია რაიმე განვითარებაზე, ეკონომიკურ წინსვლაზე, სოციალური პროგრამების გახორციელებაზე საუბარი.

შესაბამისად, ჩვენ მოსახლეობას, პირველ რიგში, ვპირდებით ქვეყანაში უწყვეტ მშვიდობას. ცხადია, ამას მოჰყვება ქვეყნის წინსვლაცა და განვითარებაც“, - აღნიშნა კახა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპი: ერაყში მეტი ჯარისკაცი არ გვჭირდება
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics