|
2024-09-13 12:33:06, 383 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - აშშ-ის კონგრესში ვხედავთ კულტურის ხარისხის შემცირებას, რაც ძალიან შემაშფოთებელია
აშშ-ის კონგრესი იყო ჩვენთვის სამაგალითო ინსტიტუცია წლების მანძილზე და დღეს ამ უმნიშვნელოვანეს და ჯერ კიდევ ძალიან ღირებულ ინსტიტუტში ვხედავთ კულტურის ხარისხის ასეთი მასშტაბით შემცირებას, რაც ძალიან შემაშფოთებელია და პირადად ჩემთვის ძალიან გულსატკენია,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ სენატორ ჯიმ რიშის განცხადებებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, „ტერმინები, რომელსაც ცალკეული სენატორები და კონგრესმენები იყენებენ, უსიამოვნოა თავად ამ ტერმინების და განცხადებების ავტორებისთვის, ვინაიდან არ შეიძლება, უკულტურობის ასეთი დონე და ხარისხი აჩვენონ ადამიანებმა ამერიკის კონგრესში". „რაც შეეხება უშუალოდ სენატორ რიშს, ის იყო ჩამოსული 2012 წელს ჩამოსული „ნაცმოძრაობის" მხარდასაჭერად. ის ყოველთვის იყო „ნაცმოძრაობის" გულმხურვალე მხარდამჭერი, უბრალოდ ბიძინა ივანიშვილმა მას და მის მეგობრებს შანსი არ დაუტოვა 2012 წელს და მათ, ისევე, როგორც მათ მეგობარ სააკაშვილს, მოუწიათ არჩევნების შედეგების აღიარება. რაც შეეხება მათ გზავნილებს, არ გაქვთ ინფორმაცია, სინამდვილეში რა გზავნილებით იყვნენ ისინი ჩამოსული, მაგრამ ამ გზავნილების უკან წაღება მოუწიათ, როდესაც მაშინ „ქართულმა ოცნებამ" დამაჯერებლად მოიგო არჩევნები. ისინი ჩამოვიდნენ საქართველოში „ნაცმოძრაობის" მხარდასაჭერად, თუმცა საბოლოო ჯამში წავიდნენ საქართველოდან დამარცხებულები, რადგან მათმა ფავორიტმა პარტიამ არჩევნები წააგო 2012 წელს. რაც შეეხება მაშინდელი ხელისუფლების კრიტიკას - ნული. ამოიღეთ რომელიმე განცხადება, სადაც რიში და შაჰინი აკრიტიკებდნენ მაშინდელ ხელისუფლებას. 2012 წლამდეც და შემდეგაც ისინი რჩებოდნენ „ნაცმოძრაობის" გულმხურვალე მხარდამჭერებად",- განაცხადა პრემიერმა.
აშშ ირანს 7 საათის განმავლობაში ბომბავდა
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
აშშ-ის კონგრესი ემზადება, ტრამპს მიანიჭოს უფლებამოსილება, დააწესოს 100%-მდე ტარიფები რუსული ნავთობის მყიდველებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)