15:42 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-20 15:43:47, 511 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი "ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის" წევრებს შეხვდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი მომავალ კვირაში "ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის" წევრებს შეხვდება, - ამის შესახებ პრემიერმა "რადიო თავისუფლებისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, შეხვედრის ინიციატივა "გირჩს" ეკუთვნის და ისიც სიამოვნებით დათანხმდა.

"მქონდა შეხვედრა არასაპარლამენტო ოპოზიციასთან, მომავალ კვირაში ვხვდები ერთ-ერთ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელ პარტიას. ეს არის "გირჩი", რომლებმაც სურვილი გამოთქვეს და მე მათ სიამოვნებით შევხვდები. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ვერ შევთანხმდეთ ყველა საკითხზე. არის იდეები, რომლებზეც შეიძლება ვითანამშრომლოთ და ერთობლივად გავაკეთოთ რაღაცეები. მე მგონია, რომ ეს კარგი იქნება", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კვირიკაშვილის თქმით, არ არის კარგი, რომელიმე იდეა მხოლოდ იმიტომ დაიბლოკოს, რომ არ არის მთავრობის მიერ დაანონსებული.

"პირიქით, არავის არაფერი უნდა დავუკარგოთ, სხვათა შორის უნდა ვთქვა, რომ ჯერ კიდევ ეკონომიკის მინისტრობის დროს ზურაბ ჯაფარიძესთან მქონია შეხვედრები, დისკუსიები, რაღაცეებში ვთანხმდებით, რაღაცეებს შეიძლება ცოტა მეტი დრო სჭირდებოდეს, ვიდრე ზურას ჰგონია, მაგრამ ჩვენ გვქონდა ურთიერთპატივისცემა. ხედვებში შეიძლება იყოს განსხვავება და იყოს თანხვედრაც. ყოველ შემთხვევაში ჩემთვის დიალოგი იმ ადამიანებთან ყოველთვის სასიამოვნოა და ეს პოლემიკა სასარგებლოა ყოველთვის, თუნდაც არ სრულდებოდეს რაიმე ერთობლივი გადაწყვეტილებით", - აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ჩვენ გვჭირდება შემაკავებელი ორდერი“- ტრამპი მელონის კიდევ ერთხელ დასცინის
ლუკაშენკო: ბელარუსს ბრძოლა არ სურს, მაგრამ მტრის წინაშე თავს არ დახრის
სკოლებში ქიმიის სწავლება მე-7 კლასიდან დაიწყება, გაიყოფა ქართული ენისა და ლიტერატურის საგანი
ერდოღანი და ტრამპი უკრაინასთან დაკავშირებით თურქეთის ინიციატივებს განიხილავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics