16:57 - 07 Jul, 2026
|
2024-09-10 09:08:53, 441 ნახვა
მსოფლიო
კალიფორნიაში ტყის ხანძარს ებრძვიან
კალიფორნიაში ტყის ხანძარს ებრძვიან, მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია. ამის შესახებ ინფორმაცის ABC News-ი ავრცელებს. მედიის ცნობით, კალიფორნიის სამხრეთით, სან-ბერნარდინოს ოლქის მიმდებარედ, ხანძრის გამო, საფრთხე უკვე 36 000-ზე მეტ შენობას, მათ შორის, საცხოვრებელ სახლებს ემუქრება. სან-ბერნარდინოს ოლქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. კალიფორნიის სატყეო და სახანძრო დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ დროისთვის, დაახლოებით, 8 580 ჰექტარია დამწვარი. ხანძრის მხოლოდ 3%-ია ლოკალიზებული. ხანძრის გამომწვევი მიზეზის დასადგენად მიმდინარეობს გამოძიება. ცნობისთვის, ხანძარი 5 სექტემბერს ლოს-ანჯელესის აღმოსავლეთით გაჩნდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)