|
2024-09-06 17:25:44, 444 ნახვა
მსოფლიო
ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ვიზალიბერალიზაციის შესახებ დიალოგის დასაწყებად სომხეთში ჩადის
ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი მარგარიტის სხინასი 9 სექტემბერს სომხეთს ეწვევა, რათა ევროკავშირსა და სომხეთს შორის ვიზალიბერალიზაციის შესახებ დიალოგი დაიწყოს. ამის შესახებ ევროკომისია ოფიციალურ განცხადებას აქვეყნებს. როგორც გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, სხინასი სომხეთის პრეზიდენტ ვაჰაგნ ხაჩატურიანს, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს, ვიცე-პრემიერ მჰერ გრიგორიანსა და საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანს შეხვდება. "სომხეთმა უნდა განახორციელოს რეფორმები ისეთ საკვანძო სფეროებში, როგორიცაა საზღვრის უსაფრთხოება, მიგრაცია და მგზავრობასთან დაკავშირებული ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების პატივისცემა",- ნათქვამია განცხადებაში. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები სომხეთთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის დიალოგის დაწყებაზე მიმდინარე წლის ივლისში შეთანხმდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)