16:56 - 07 Jul, 2026
|
2024-09-06 13:38:49, 401 ნახვა
მსოფლიო
ალიევი - აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების ტექსტის 80% შეთანხმებულია
აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებით, ბაქომ და ერევანმა სამშვიდობო შეთანხმების ტექსტის 80% შეათანხმეს. ალიევის თქმით, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის "მშვიდობიანი მოლაპარაკებები აჩვენებს, რომ სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის მიღწევა შესაძლებელია". "ჩვენ უკვე მივაღწიეთ საზღვრების დელიმიტაციის პროცესს, დემარკაციასაც კი. დიახ, ეს პატარა ნაბიჯია. გამიჯნულია 13-კილომეტრიანი მონაკვეთი. ჩვენ გვაქვს 1 000-კილომეტრიანი საზღვარი სომხეთთან. თუმცა, ეს არის სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ აზერბაიჯანის ეს ინიციატივა სამშვიდობო მოლაპარაკებების შესახებ მიგვიყვანს სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერამდე", - განაცხადა ალიევმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)