|
2024-09-06 10:38:45, 429 ნახვა
მსოფლიო
კენიის ერთ-ერთ სკოლაში ხანძარს 17 მოსწავლე ემსხვერპლა - არიან დაშავებულებიც
კენიის ერთ-ერთ სკოლაში ხანძარს 17 მოსწავლე ემსხვერპლა, ხოლო 14 დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს. მედიის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად ცხედრები იმდენადაა დაზიანებული, რომ მსხვერპლის ამოცნობა ვერ ხერხდება. როგორც Reuters-ი წერს, სავარაუდოა, რომ გარდაცვლილთა რიცხვი გაიზრდება, რადგან 10-ზე მეტი პირი მძიმე დამწვრობით ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს. “შემთხვევის ადგილას გაგზავნილია დამატებითი სამაშველო ძალები, ხოლო ხელისუფლება დეტალურ ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებს. წითელი ჯვარი მოსწავლეებს, მასწავლებლებს და დაზარალებულთა ოჯახებს ფსიქოლოგიურ დახმარებას გაუწევს. ამასთან, სკოლაში მოეწყო პუნქტი, რომელიც დაკარგულთა სამძებრო ოპერაციისთვის არის განკუთვნილი“,- ნათქვაამია ინფორმაციაში. პოლიციის წარმომადგენლის განცხდებით, ხანძრის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია, მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)