|
2024-09-06 09:08:56, 448 ნახვა
მსოფლიო
Reuters - აშშ-მა რუსეთის დაზვერვის წარმომადგენლებს უკრაინაზე კიბერთავდასხმების გამო ბრალი წაუყენა
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთის დაზვერვის 5 თანამშრომელს და რუსეთის ერთ მოქალაქეს უკრაინისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ კიბერშეტევების შეთქმულების მომზადებისთვის ბრალი წაუყენა, შეთქმულების მიზანი უკრაინის შესუსტება იყო. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. როგორც სააგენტო წერს, გამოქვეყნებულ ბრალდებაში იუსტიციის დეპარტამენტმა აღნიშნა, რომ რუსეთის სამხედრო დაზვერვის სააგენტოს კიბერჯგუფი “მასშტაბურ კიბეროპერაციებს“ 2020 წლიდან ატარებდა - ჯერ კიდევ 2022 წელს უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე. “თავდაპირველ საბრალდებო დასკვნაში, რომელიც მერილენდის საოლქო სასამართლოში ივნისის თვეში წარადგინეს, მხოლოდ ერთი ბრალდებული იყო დასახელებული. მას ბრალად ედებოდა შეთქმულების მომზადება რუსეთის სამხედრო დაზვერვის სააგენტოსთან ერთად, რომელიც ცნობილია, როგორც რუსეთის გენშტაბის მთავარი სამმართველო (GRU), უკრაინისა და სხვა ქვეყნების კომპიუტერულ სისტემებზე კიბერშეტევების განსახორციელებლად. მანამდე, აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ რუსეთის მთავრობის მიერ დაფინანსებულ საერთაშორისო სატელევიზიო ქსელს, Russia Today-ს და მის რამდენიმე თანამშრომელს სანქციები დაუწესა, მათ შორის, ტელეარხის მთავარ რედაქტორს, მარგარიტა სიმონიანსაც“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)