|
2024-09-05 13:22:26, 432 ნახვა
მსოფლიო
გარდაიცვალა უგანდელი ოლიმპიელი, რომელსაც ყოფილმა შეყვარებულმა ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა
33 წლის უგანდელი სპორტსმენი, რომელიც პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობდა გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. მედიის ცნობით, 1 სექტემბერს, რებეკა ჩეპტეგის ყოფილმა შეყვარებულმა ბენზინი გადაასხა, შემდეგ კი ცეცხლი წაუკიდა, რის შედეგად სპორტსმენმა სხეულის 75%-იანი დამწვრობა მიიღო. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, სპორტსმენსა და ყოფილ შეყვარებულს შორის დავა მიწის ნაკვეთის გამო ჰქონდათ. მათივე ცნობით, ქვეყანაში ქალი სპორტსმენების მიმართ ძალადობის შემთხვევები მზარდია. “კლინიკაში ასევე იმყოფება თავდამსხმელიც, რომელმაც სხეულის უმნიშვნელო დამწვობა მიიღო. უგანდის სპორტული ფედერაციები და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი მწუხარებას გამოთქვამენ ახალგაზრდა სპორტსმენის ტრაგიკულად დაღუპვის გამო. რებეკა ჩეპტეგი პარიზის ოლიმპიურ თამაშებში იღებდა მონაწილებას, სადაც მარათონი 44-ე ადგილზე დაასრულა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)