|
2024-09-05 09:32:52, 422 ნახვა
მსოფლიო
CNN- ის დაკვეთით ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, ჰარისი ტრამპს რამდენიმე გადამწყვეტ შტატში ასწრებს
გამოკითხვის მიხედვით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატი კამალა ჰარისი დონალდ ტრამპს რამდენიმე გადამწყვეტ შტატში მცირედით ასწრებს. კვლევა SSRS-მა CNN- ის დაკვეთით ჩაატარა. გამოკითხვის თანახმად, ჰარისი მცირედით ასწრებს ტრამპს ვისკონსინის, ჯორჯიის, მიჩიგანისა და ნევადის შტატებში. დემოკრატების კანდიდატს თითოეულ შტატში - 48% ხოლო ტრამპს ორ შტატში 47%, ერთში კი 43% აქვს. რაც შეეხება პენსილვანიის შტატს, აქ ორივე კანდიდატს 47% აქვს, ხოლო არიზონაში ტრამპი ჰარისს 5%-ით ასწრებს. “კვლევის შედეგებით, საკვანძო შტატებში ეკონომიკისა და იმიგრაციის საკითხებზე ამომრჩევლები უფრო მეტად ენდობიან რესპუბლიკელთა კანდიდატს, დონალდ ტრამპს, ხოლო დემოკრატიის, აბორტისა და რეპროდუქციული უფლებების დაცვის საკითხებში ჰარისი ლიდერობს. ამას გარდა, ამავე შტატებში ამომრჩეველთა ნახევარი მიიჩნევს, რომ ტრამპის შეხედულებები და პოლიტიკა უფრო ექსტრემისტული ჩანს, რასაც ჰარისზე უფრო ნაკლები ფიქრობს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)