18:08 - 07 Jul, 2026
|
2024-09-04 09:26:19, 463 ნახვა
მსოფლიო
ბაიდენი - აშშ გააგრძელებს უკრაინელების გვერდით დგომას, რუსეთი ამ ომში ვერ გაიმარჯვებს
ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს უკრაინელების გვერდით დგომას, რუსეთი ამ ომში ვერ გაიმარჯვებს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა. ბაიდენის თქმით, თავდასხმა არის ტრაგიკული შეხსენება პუტინის უწყვეტ და აღმაშფოთებელ მცდელობებზე, დაარღვიოს თავისუფალი ხალხის ნება. "აშშ გააგრძელებს უკრაინელების გვერდით დგომას, მათ შორის საჰაერო თავდაცვის სისტემებითა და შესაძლებლობებით უზრუნველყოფას, რაც თავიანთი ქვეყნის დასაცავად სჭირდებათ. არ შეცდეთ, რუსეთი ამ ომში ვერ გაიმარჯვებს. უკრაინის ხალხი გაიმარჯვებს. ამ ტრაგიკულ დღეს და ყოველ დღე, აშშ მათ გვერდით დგას", - განაცხადა ბაიდენმა. ცნობისთვის, პოლტოვაში რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად ამ დროისთვის დაღუპულია 51 ადამიანი, ხოლო 271 პირი კი დაშავდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)