18:08 - 07 Jul, 2026
|
2024-09-04 09:02:54, 398 ნახვა
მსოფლიო
განცი - ნეთანიაჰუმ არ უთხრა საზოგადოებას სიმართლე, რომ ის ვერ დააბრუნებს მძევლებს, ვერ დაიცავს სამხრეთს, ვერ შეაჩერებს ირანს
პარტია “ეროვნული ერთიანობის“ ლიდერი და ისრაელის ყოფილი თავდაცვის მინისტრი ბენი განცი ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს მძევლების გათავისუფლების პროცესის შეფერხებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ნეთანიაჰუ ქვეყნის ინტერესებზე მაღლა საკუთარ ინტერესებს აყენებს. განცის თქმით, ომის კაბინეტში ყოფნისას, ნეთანიაჰუ მძევლების გათავისუფლების მცდელობებს მუდმივად აფერხებდა. “პრემიერ-მინისტრმა არ უთხრა საზოგადოებას სიმართლე, რომ ის ვერ დააბრუნებს მძევლებს სახლში, ვერ დაიცავს სამხრეთს, ვერ დააბრუნებს ჩრდილოეთის მაცხოვრებლებს საკუთარ სახლებში და ვერ შეაჩერებს ირანს, რომ შექმნას ბირთვული იარაღი“,- აღნიშნა განცმა. ამასთან, განცმა კიდეც ერთხელ განაცხადა, რომ აუცილებელია ვადამდელი არჩევნების ჩატარება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)