|
2024-09-03 15:57:23, 415 ნახვა
მსოფლიო
ნეთანიაჰუ ისრაელისთვის იარაღის მიწოდების ნაწილობრივ შეზღუდვაზე გაერთიანებული სამეფოს გადაწყვეტილებას სამარცხვინოს უწოდებს
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ გაერთიანებული სამეფოს გადაწყვეტილებას - ნაწილობრივ შეზღუდოს ისრაელისთვის იარაღის მიწოდება სამარცხვინოს უწოდებს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. პრემიერ-მინისტრის თქმით, “ბრიტანეთის მცდარი გადაწყვეტილება “ჰამასს“ მხოლოდ გაათამამებს. “ბრიტანული იარაღით ან მის გარეშე ისრაელი გაიმარჯვებს ამ ომში და უზრუნველყოფს საერთო მომავალს“,- წერს ნეთანიაჰუ სოციალურ ქსელ X-ზე. მანამდე, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ ლემიმ განაცხადა, რომ ისრაელისთვის იარაღის მიყიდვის ნებართვების ნაწილი შეჩერდებოდა. ბრიტანეთის მთავრობამ ეს გადაწყვეტილება საექსპორტო ლიცენზიების შემოწმების შემდეგ მიიღო, რომელმაც გამოავლინა საფრთხე იმისა, რომ იარაღი, შესაძლოა, საერთაშორისო ნორმების დარღვევით გამოიყენონ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)