19:16 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-03 12:29:55, 462 ნახვა

მსოფლიო
პუტინმა მონღოლეთის პრეზიდენტი BRICS-ის სამიტზე მიიწვია, რომელიც 2024 წლის ოქტომბერში გაიმართება

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა მონღოლეთის პრეზიდენტი უხნაგიინ ხურელსუხი BRICS-ის სამიტზე მიიწვია, რომელიც 2024 წლის ოქტომბერში ყაზანში გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას TACC-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, პუტინმა ხურელსუხს რუსეთისა და მონღოლეთის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის განხილვა შესთავაზა, განსაკუთრებით, ეკონომიკური კუთხით.

"მსურს, მიგიწვიოთ რუსეთში, ყაზანში, სადაც წელს BRICS-ის სამიტი ჩატარდება. ეს იქნება პირველი ასეთი დონის ღონისძიება ამ ორგანიზაციის გაფართოების შემდეგ. იმედი მაქვს, რომ მიიღებთ მონაწილეობას BRICS+ ფორმატში. გელოდებით“,- განაცხადა პუტინმა მონღოლ კოლეგასთან მოლაპარაკებების დაწყებისას, რომელიც ულანბატორში იმართება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
რუტე: მომავალი წლისთვის ალიანსს ექნება შესაძლებლობა, ყოველწლიურად 4 მლნ-მდე ჭურვი აწარმოოს
დონალდ ტრამპი ანკარაში ჩავიდა
პაპუაშვილი: ევროკავშირს აღარ აქვს ფუფუნება, საკუთარ თავს კვლავ ექსკლუზიურ კლუბად აღიქვამდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics