19:14 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-31 17:12:56, 509 ნახვა

მსოფლიო
ფაშინიანი - დაუშვებელია სხვა სახელმწიფოებზე შეურაცხმყოფელი ენით საუბარი, განსაკუთრებით რუსეთზე

დაუშვებელია სხვა სახელმწიფოებზე შეურაცხმყოფელი ენით საუბარი, განსაკუთრებით რუსეთზე, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

პრესკონფერენციაზე ფაშინიანს ჰკითხეს, თუ რამდენად არის მზად ერევანი დაპირისპირებისთვის, იმ შემთხვევაში თუ მოსკოვი ერევანს ეკონომიკურ სანქციებს დაუწესებს.

"შესაძლოა არსებობდეს პრობლემები, მათზე საუბარი საჭიროა, აუცილებელია საკითხების წამოწევა, მაგრამ რომელიმე ქვეყანაზე ასეთი ლექსიკით საუბარი არასწორია. თუ ჩვენ დავუშვით შეცდომები, მაშინ თავად უნდა გამოვასწოროთ, მაგრამ არა სხვებისთვის, არამედ ჩვენთვის. კიდევ ერთხელ ვამბობ, სახელმწიფო არის აზროვნების სხვა სახე, სხვა აღქმა, სრულიად სხვა აზროვნების სიბრტყე, და თუ გვსურს გვქონდეს ძლიერი, დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო, უნდა გადავიდეთ აზროვნების ამ დონეზე და იქ გავძლიერდეთ", - განაცხადა ფაშინიანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
რუტე: მომავალი წლისთვის ალიანსს ექნება შესაძლებლობა, ყოველწლიურად 4 მლნ-მდე ჭურვი აწარმოოს
დონალდ ტრამპი ანკარაში ჩავიდა
პაპუაშვილი: ევროკავშირს აღარ აქვს ფუფუნება, საკუთარ თავს კვლავ ექსკლუზიურ კლუბად აღიქვამდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics