11:52 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-30 11:26:58, 409 ნახვა

საზოგადოება
წეროვანში სასწრაფო დახმარების ახალი შენობა გაიხსნა

მიხეილ სარჯველაძემ, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვანში სასწრაფო დახმარების რაიონული სამსახურის ახალი შენობა გახსნა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, ახალგორი-ქურთას 3 ბრიგადიანი ფილიალის 40 თანამშრომელი მუშაობას ახალ სამუშაო პირობებში გააგრძელებს. 

"წეროვანის რაიონული სამსახურის ახალი შენობა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, სასწრაფო სამედიცინო დახმარების სპეციფიკის გათვალისწინებითაა დაპროექტებული, რომელიც განახლებული ტექნიკითა და ინვენტარითაა აღჭურვილი. ადგილზე პერსონალისთვის სამუშაო და მოსასვენებელი ყველა პირობაა შექმნილი. აღსანიშნავია ისიც, რომ სასწრაფო დახმარების ბრიგადის მისვლის პერიოდი გამოძახებიდან, დანიშნულების ადგილამდე კიდევ უფრო შემცირდება. 
მინისტრი სასწრაფო დახმარების ახალ შენობაში ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელთან დავით ტორუასთან, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრთან დიმიტრი ხუნდაძესთან, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერთან დიმიტრი ზურაბიშვილთან და მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან დავით ნოზაძესთან ერთად იმყოფებოდა. 
პროექტი ქვეყანაში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სერვისის გაუმჯობესებასა და ღირსეული სამუშაო პირობების შექმნას ისახავს მიზნად", - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ირანი საზოგადოებრივი აზრის გასაკონტროლებლად ხამენეის დაკრძალვის გაშუქების ერთიან წესებს აწესებს
ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ღია ჩვენებასთან დაკავშირებით, 7 ივლისიდან 21 ივლისის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
როგორ დაბრუნდა ქურდული ესთეტიკა TikTok-სა და მოზარდების სხეულებზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics