|
2024-08-27 10:13:10, 538 ნახვა
მსოფლიო
პარიზის პროკურატურა - Telegram-ის დამფუძნებელი პაველ დუროვი საფრანგეთში კიბერდანაშაულის საქმის გამოძიების ფარგლებში დავაკავეთ
პარიზის პროკურატურაში აცხადებენ, რომ Telegram-ის დამფუძნებელი პაველ დუროვი საფრანგეთში კიბერდანაშაულის საქმის გამოძიების ფარგლებში დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. როგორც პარიზის პროკურორმა, ლორა ბეკომ თქვა, გამოძიება უკანონო გადარიცხვებს, ბავშვებზე სექსუალურ ძალადობას, თაღლითობასა და ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე უარს ეხება. “გამოძიება ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის დეპარტამენტმა გარკვეული პირის ან პირების წინააღმდეგ 8 ივლისს დაიწყო. კიბერდანაშაულისა და თაღლითობაზე მომუშავე გამომძიებლები სწავლობენ 12 სავარაუდო დანაშაულს, რომლებიც ორგანიზებულ დანაშაულს უკავშირდება და რომელთა შორისაა პორნოგრაფიული ხასიათის ბავშვთა გამოსახულებების შენახვა-გავრცელება, ნარკოდანაშაული და თაღლითობა. პარიზის პროკურატურამ დუროვის წინასწარი დაკავების ვადა 96 საათამდე გაახანგრძლივა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში. Telegram-მა დუროვის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ სოციალური პლატფორმის დამფუძნებელს დასამალი არაფერი აქვს. “Telegram-ი იცავს ევროკავშირის წესებს, მათ შორის ციფრული მომსახურებების აქტს. მისი მოდერაცია შეესაბამება ინდუსტრიის სტანდარტებს და მუდმივად უმჯობესდება. აბსურდია იმის მტკიცება, რომ პლატფორმა ან მისი მფლობელი პასუხისმგებელი არიან ამ პლატფორმის ბოროტად გამოყენებაზე“,- ნათქვამია განცხადებაში.
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმები მშვიდობას აახლოებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)