15:10 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-25 15:49:13, 491 ნახვა

პოლიტიკა
ფავლენიშვილი - 26 ოქტომბერს საზოგადოებამ უნდა გადაწყვიტოს რა სურს - „ყველა მნიშვნელოვანი პროექტის შეჩერება, თუ აღმშენებლობა“

ბიძინა ივანიშვილმა ყველა მნიშვნელოვანი პროექტი გააჩერა, ბათუმი ქაოსური მშენებლობებისა და კორუფციის ქალაქად, ჭაობადაა ქცეული, - ამის შესახებ "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, 26 ოქტომბერს საქართველოს საზოგადოებამ უნდა გადაწყვიტოს რა სურს - "ყველა მნიშვნელოვანი პროექტის შეჩერება, თუ აღმშენებლობა“.

"ახლა უნდა ვიმყოფებოდეთ ევროპის ერთ-ერთ გამორჩეულ, საუკეთესო საკრუიზო პორტ "როიალ კარიბიანში“, მაგრამ ბიძინა ივანიშვილმა ყველა პროექტი, რომელიც საქართველოს აღმშენებლობასთან, მიხეილ სააკაშვილთან და მის გუნდთან იყო დაკავშირებული, გააჩერა, ისევე, როგორც გააჩერა მთელი ქვეყანა.

დღეს ბათუმი ქაოსური მშენებლობებისა და კორუფციის ქალაქად, ჭაობადაა ქცეული. არადა, ბათუმი იყო ცნობილი განვითარების სწრაფი ტემპით, რომელიც მსოფლიოში იყო საუკეთესო.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" გპირდებათ, რომ 26 ოქტომბრის შემდეგ აჭარაში შემოვა 10 მილიარდი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია, შემოვა 5 მილიონი ტურისტი - სწორედ ამ საკრუიზო პორტს უნდა შემოეყვანა მაღალბიუჯეტიანი ტურისტები არამხოლოდ ევროპიდან, ამერიკიდან და სხვა ქვეყნებიდან, რომლებიც აქ დახარჯავდნენ ფულს.

მხოლოდ ამ საკრუიზო პორტის მეშვეობით ასობით ათასი ტურისტი ერთ სეზონზე ესტუმრებოდა რეგიონს. 26 ოქტომბერს არჩევნებია. რა გვსურს ჩვენ? ყველა მნიშვნელოვანი პროექტის შეჩერება, გვსურს მიხეილ სააკაშვილისა და თავისუფალი საქართველოს იდეის ტყვეობა თუ გვსურს აღმშენებლობა, თუ მოგვენატრა ტემპი, ახალი პორტები, აეროპორტები, ახალი სამუშაო ადგილები? ასე რომ, მეგობრებო, 26 ოქტომბერს ვირჩევთ "როიალ კარიბიანის" აშენებას, მაღალშემოსავლიან ამუშაო ადგილებს და ვირჩევთ უამრავ ინვესტიციას აჭარაში",- განაცხადა ფავლენიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
ქუთაისში, იოსელიანის ქუჩაზე ხარაჩო ჩამოიშალა და მუშა მოიყოლა, ის გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics