13:46 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-19 13:11:58, 439 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე: ტერორიზმის დასამარცხებლად, საქართველო თურქეთთან და აზერბაიჯანთან მჭიდროდ ითანამშრომლებს

 „ტერორიზმი არის რეგიონის მსოფლიო მასშტაბის საფრთხე, თუმცა ამ ბრძოლაში ჩვენ ერთად ვართ და მაქსიმალურად მჭიდროთ ვითანამშრომლებთ, რათა ერთიანი ძალებით დავამარცხოთ“, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანიძემ თურქეთ-საქართველო-აზერბაიჯანის სამხრივი შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ჯანელიძემ აღინიშნა, რომ რეგიონული უსაფრთხოება ახლა დარტყმების წინააღმდეგ, სამხრივი ურთიერთობის გაღრმავებას მოითხოვს.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, საქართველო თურქრეთი და აზერბაიჯანი თანამშრომლობას გააღრმავებენ, რათა ტერორიზმი ერთიანი ძალებით დაამარცხონ.

„ტერორიზმი არის რეგიონის მსოფლიო მასშტაბის საფრთხე, თუმცა ამ ბრძოლაში ჩვენ ერთად ვართ და მაქსიმალურად მჭიდროთ ვითანამშრომლებთ, რათა ერთიანი ძალებით დავამარცხოთ“, - განაცხადა მინისტრმა.

სამმხრივი მინისტერიალის ფარგლებში, მინისტრებმა ხელი მოაწერეს თბილისის განცხადებას, რომელიც გულისხმობს 3 ქვეყანას შორის თანამშრომლობის განვითარებას პოლიტიკურ, ეკონომიკულ, ენერგეტიკულ, ტრანსპორტის, საბანკო, გარემოს დაცვის, ჰუმანიტარულ და სხვა სფეროებში.

ამასთან, ჯანელიძემ თურქ კოლეგას ანკარაში მომხდარი ტერაქტის გამო, სამძიმარი გამუცხადა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სკოლებში ქიმიის სწავლება მე-7 კლასიდან დაიწყება, გაიყოფა ქართული ენისა და ლიტერატურის საგანი
ერდოღანი და ტრამპი უკრაინასთან დაკავშირებით თურქეთის ინიციატივებს განიხილავენ
მთავრობამ კვების ობიექტებისთვის პლასტმასის ერთჯერადი კონტეინერებისა და ჭიქებით სურსათის მიწოდების აკრძალვის ამოქმედება გადაავადა
ანაკლიის პორტს სახელმწიფო ააშენებს - მთავრობამ პროექტის მოდელი შეცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics