|
2024-08-22 14:49:12, 540 ნახვა
მსოფლიო
პალერმოს სანაპიროსთან ჩაძირული იახტის მგზავრებიდან 5 დაკარგულის ცხედარი იპოვეს
პალერმოს სანაპიროსთან ჩაძირული იახტის მგზავრებიდან 5 დაკარგულის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. მედიის ინფორმაციით, ცხედრებს შორის ბრიტანელი ბიზნესმენი მაიკ ლინჩი, საერთაშორისო საინვესტიციო ბანკ “მორგან სტენლის“ თავმჯდომარე ჯონათან ბუმერი, მისი მეუღლე ჯუდი ბუმები ასევე, ადვოკატი კრის მორვილო და მისი მეუღლე ნედა მორვილო იყვნენ. ბოლო დღეების განმავლობაში, სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ექვსი დაკარგულის საპოვნებლად მიმდინარეობდა. მეექვსე დაკარგულის ძიება გრძელდება, ის სავარაუდოდ, ლინჩის 18 წლის ქალიშვილი ჰანაა. 2 დღის წინ, მაშველებმა იახტის შეფ-მზარეულის ცხედარი იპოვეს. ცნობისთვის, იახტა 19 აგვისტოს ძლიერ ტორნადოში მოყვა და 50 მეტრის სიღრმეზე ჩაიძირა. მაშველებმა ბორტზე მყოფი 22 პირიდან 15-ის გადარჩენა შეძლეს.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)