00:31 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-20 09:00:42, 567 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ ბევრს რომ გაეგო, კურსკის ოლქში მსგავს ოპერაციას ვგეგმავდით, იტყოდნენ, ეს არარეალურია

უკრაინამ კურსკის ოლქში შეტევის შესახებ მსოფლიო არ გააფრთხილა, რადგან ეს, შესაძლოა, არარეალურად ჩანდა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

როგორც ზელენსკი აღნიშნავს, “ახლა მნიშვნელოვანი იდეოლოგიური ცვლილებები ხდება და წითელი ხაზების ყველა ცნება ამ დღეებში, ზოგიერთი პარტნიორის შეფასებით, სადღაც სუჯის მახლობლად დაინგრა“.

“ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ ბევრს რომ გაეგო, კურსკის ოლქში მსგავს ოპერაციას ვგეგმავდით, იტყოდნენ, ეს არარეალურია და ყველაზე წითელ ხაზს კვეთდა იმ წითელ ხაზებს შორის, რომლებიც რუსეთს აქვს დაწესებული. სწორედ ამიტომ არავის სმენია ჩვენი მომზადების შესახებ. ამ დროისათვის უკრაინის შეიარაღებული ძალები 1250 კვადრატულ კილომეტრზე მეტს და 92 დასახლებას აკონტროლებენ. ისინი აგრძელებენ თავდაცვით ოპერაციას კურსკის ოლქის გარკვეულ რაიონებში“,-  აღნიშნა ზელენსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics