13:45 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-19 09:10:54, 362 ნახვა

პოლიტიკა
თბილისში საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის სამმხრივი საგარეო საქმეთა მინისტერიალის შეხვედრა გაიმართება

თბილისში დღეს საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის სამმხრივი საგარეო საქმეთა მინისტერიალის მეხუთე შეხვედრა გაიმართება.

საგარეო უწყების ინფორმაციით, ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ელმარ მამედიაროვი და თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ.

სამმხრივი მინისტერიალის ფარგლებში, ხელი მოეწერება თბილისის განცხადებას. 

მინისტრები ასევე ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის საქართველოს მონაკვეთს მოინახულებენ. აღნიშნულ მონაკვეთზე სამუშაოები პრაქტიკულად დასრულებულია და მისი ტესტირება წარმატებით განხორციელდა 2015 წელს.

საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი შეხვედრა 2012 წლის 8 ივნისს გაიმართა, სადაც მინისტრებმა ხელი მოაწერეს „ტრაპიზონის დეკლარაციას". დეკლარაცია ფიკუსირებულია სამ ქვეყანას შორის თანამშრომლობის განვითარებაზე პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ენერგეტიკულ, ტრანსპორტის, საბანკო, გარემოს დაცვის, ჰუმანიტარულ და სხვა სფეროებში.  საგარეო საქმეთა მინისტრების სამმხრივ შეხვედრას საქართველო მეორედ მასპინძლობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სკოლებში ქიმიის სწავლება მე-7 კლასიდან დაიწყება, გაიყოფა ქართული ენისა და ლიტერატურის საგანი
ერდოღანი და ტრამპი უკრაინასთან დაკავშირებით თურქეთის ინიციატივებს განიხილავენ
მთავრობამ კვების ობიექტებისთვის პლასტმასის ერთჯერადი კონტეინერებისა და ჭიქებით სურსათის მიწოდების აკრძალვის ამოქმედება გადაავადა
ანაკლიის პორტს სახელმწიფო ააშენებს - მთავრობამ პროექტის მოდელი შეცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics