16:24 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-18 16:46:08, 721 ნახვა

პოლიტიკა
გაერთიანებას „კოალიცია ცვლილებისთვის“ „რესპუბლიკური პარტია“ და „აქტივისტები მომავლისთვის“ შეუერთდნენ

პოლიტიკურ გაერთიანებას "კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა" დღეიდან "რესპუბლიკური პარტია" და "აქტივისტები მომავლისთვის" შეუერთდნენ. 

როგორც გაერთიანების ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, "ძალა მრავალფეროვნებაშია"

"გვიხარია, რომ რაც უფრო მეტი დრო გადის, სულ უფრო მეტი თანამებრძოლი, სულ უფრო მეტი თანამოაზრე, გულშემატკივარი და გუნდის წევრი ჰყავს "კოალიცია ცვლილებებისთვის" - #4-ს, რომელიც  გვჯერა, რომ გახდება მიმდინარე წელს სიმბოლო, რომელიც შეძლებს მანკიერი წრის გარღვევას ერთხელ და სამუდამოდ და საქართველოში ახალი პოლიტიკური კულტურის ჩამოყალიბებას. ძალა არის დიახაც, მრავალფეროვნებაში.

მრავალფეროვანია ჩვენი კოალიცია და მიგვაჩნია, რომ დღევანდელი დღეც იქნება ამის დასტური. ჩვენ გვინდა, რომ ხალხის ნება აისახებოდეს პოლიტიკაზე და არა მახინჯი პოლიტიკა აისახებოდეს ქართველ ხალხზე",- განაცხადა მელიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
ქუთაისში, იოსელიანის ქუჩაზე ხარაჩო ჩამოიშალა და მუშა მოიყოლა, ის გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics