16:25 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-17 18:09:40, 666 ნახვა

პოლიტიკა
ბოკუჩავა - პლატფორმა „ერთიანობას“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდება

„ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობაზე ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარედ კობა ნაყოფიას არჩევა მოხდება, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თიკა ბოკუჩავამ განაცხადა.

ბოკუჩავას თქმით, დღევანდელ ღონისძიებაზე პლატფორმა „ერთიანობას“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდება.

„პოლიტიკური საბჭოს სხდომის შემდეგ, რომელიც არის მთავარი გადაწყვეტილების მიმღები ორგანო, „ნაციონალურ მოძრაობაში“ დღეს არის პარტიის ყრილობა, სადაც, ერთი მხრივ, მოხდება ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარედ კობა ნაყოფიას არჩევა, რომლის კანდიდატურაც პარტიას შემოგვთავაზა პრეზიდენტმა სააკაშვილმა. ასევე, დღევანდელ ღონისძიებაზე ჩვენს პლატფორმას, „ერთიანობას“, შემოუერთდება „ევროპული საქართველო“.

ერთიანობა ჩვენთვის არ არის მხოლოდ სიტყვა ან საარჩევნო სლოგანი, ეს არის იდეა, რომლისაც გვწამს. გვჯერა, რომ ერთიანობით გავიმარჯვებთ იმ უმნიშვნელოვანეს არჩევნებში, რომელმაც ჩვენი ქვეყნისთვის აუცილებლად უნდა მოიტანოს ცვლილებები. მოხარული ვარ, რომ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ კიდევ უფრო მსხვილდება, კიდევ უფრო მეტი ძალით, ენერგიით შევა არჩევნებში, რომლითაც, დარწმუნებული, ვარ ჩვენი ქვეყანა დაიბრუნებს ევროპულ პერსპექტივას. პრეზიდენტი სააკაშვილი არის დამფუძნებელი „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“, ჩვენი მთავარი ელექტორალური ძალა“, – განაცხადა ბოკუჩავამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
ქუთაისში, იოსელიანის ქუჩაზე ხარაჩო ჩამოიშალა და მუშა მოიყოლა, ის გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics