13:44 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-18 19:21:34, 432 ნახვა

პოლიტიკა
კახიანი თოფაძის წინააღმდეგ - დაპირისპირება მმართველ კოალიციაში

მმართველ კოალიციაში დაპირისპირება მწვავდება. ფრაქცია მრეწველების წევრი გიორგი კახიანი ლიდერის განცხადებებს ღიად გაემიჯნა. 

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კახიანი აცხადებს , რომ გოგი თოფაძის მიერ ბოლო პერიოდში გაკეთებულ კომენტარებს არ ეთანხმება და მას განსხვავებული მოსაზრებები აქვს.

„მე პირადად ზოგიერთ საკითხზე, რაზეც ამ ბოლო დროს ბატონმა გოგიმ ისაუბრა და თავის მოსაზრებები დააფიქსირა განსხვავებული შეხედულებები მაქვს“,-განაცხადა კახიანმა.

მრეწველების ლიდერ გიორგი კახიანის განცხადებებზე კომენტარს გოგი თოფაძე არ აკეთებს. 
თამაზ მეჭიაური, დაპირისპირებულ ფრაქციებს პარლამენტის დატოვებისკენ და მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე დამოუკიდებლად მონაწილეობისკენ მოუწოდებს. 

რაც შეეხება ზურაბ ტყემალაძეს,  ტყემალაძე კახიანს ფრაქციაში ყოფნის შესახებ გადაწყვეტილების მიღება ურჩევს.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სკოლებში ქიმიის სწავლება მე-7 კლასიდან დაიწყება, გაიყოფა ქართული ენისა და ლიტერატურის საგანი
ერდოღანი და ტრამპი უკრაინასთან დაკავშირებით თურქეთის ინიციატივებს განიხილავენ
მთავრობამ კვების ობიექტებისთვის პლასტმასის ერთჯერადი კონტეინერებისა და ჭიქებით სურსათის მიწოდების აკრძალვის ამოქმედება გადაავადა
ანაკლიის პორტს სახელმწიფო ააშენებს - მთავრობამ პროექტის მოდელი შეცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics