|
2024-08-07 10:32:40, 424 ნახვა
პოლიტიკა
ხაზარაძე - გვახსოვს აგვისტოს სისხლიანი 5 დღე და გვახსოვს მტრის სახე, რომელიც დღეს კიდევ უფრო ახლოსაა!
ჩვენ გვახსოვს აგვისტოს სისხლიანი 5 დღე და გვახსოვს მტრის სახე, რომელიც დღეს კიდევ უფრო ახლოსაა!- ასე ეხმაურება კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე 2008 წლის აგვისტოს ომიდან 16 წლის გასვლას. როგორც ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს, "რუსეთის მსახური მთავრობა საქართველოში მალე დასრულდება". "დღეს საქართველოს უახლესი ისტორიის უმძიმესი თარიღია, 7 აგვისტო - დღე, როდესაც 16 წლის წინ, რუსეთმა მორიგ ჯერზე მთელი სისასტიკით შემოგვიტია, ასობით ქართველი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაგვაკარგინა, ათობითათასი ადამიანი საკუთარ სამშობლოში დევნილად აქცია, წაგვართვა ტერიტორიები და დღემდე ღია ჭრილობად გვრჩება. ჩვენ გვახსოვს აგვისტოს სისხლიანი 5 დღე და გვახსოვს მტრის სახე, რომელიც დღეს კიდევ უფრო ახლოსაა! არასოდეს დავთმობთ და არასოდეს შევეგუებით რუსული რეჟიმის ბატონობას ამ ქვეყანაში! რუსეთის მსახური მთავრობა საქართველოში მალე დასრულდება! დიდება გმირებს და დიდება ძლიერ საქართველოს, რომელსაც ყველა ერთად ავაშენებთ!" - წერს ხაზარაძე "ფეისბუქის" გვერდზე. შეგახსენებთ, რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომიდან 16 წელი გავიდა.
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)