|
2024-07-26 16:30:53, 517 ნახვა
საზოგადოება
ნორიო-ლილოს დამაკავშირებელი ადგილობრივი მნიშვნელობის გზაზე ხიდი ჩავარდა
ნორიო-ლილოს დამაკავშირებელი ადგილობრივი მნიშვნელობის გზაზე ხიდი ჩავარდა. ამის შესახებ ინფორმაცია და ფოტომასალა თავდაპირველად "ფეისბუქ-გვერდმა" "ჩემი ქალაქი მკლავს" გაავრცელა. "ნორიო-მარტყოფის დამაკავშირებელი ხიდი სოფელ დიდ ლილოსთან დღეს ჩავარდა. ამ გზით ყოველდღე ლილის ნაგავსაყრელზე 1 300-1 500 ტონა ნაგავი შედის. სავარაუდოდ, ხიდმა ვეღარ გაუძლო დატვირთვას და შედეგიც სახეზეა. საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა",- ნათქვამია გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. მოგვიანებით, აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიამაც. "ნორიო-ლილოს დამაკავშირებელი ადგილობრივი მნიშვნელობის გზაზე ხიდის დაზიანების გამო, საავტომობილო გადაადგილება დროებით შეზღუდულია. საავტომობილო საშუალებებისთვის აღნიშნული მიმართულებით გადაადგილება შესაძლებელი იქნება თბილისის შემოვლითი გზის მეშვეობით. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის",- აღნიშნულია მერიის განცხადებაში, რომელიც სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)