00:49 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-17 17:02:14, 955 ნახვა

სამხედრო
ვახტანგ კაპანაძე სამეთაურო-საშტაბო სწავლება „გორდა 2016“-ის შედეგებს გაეცნო

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ბაზალეთში ეროვნული გვარდიის სასწავლო ცენტრს ესტუმრა და სამეთაურო-საშტაბო სწავლება „გორდა 2016“-ის შედეგებს გაეცნო.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კურსი თავდაცვისა და უსაფრთხოების, ასევე, ომებისა და სამხედრო ხელოვნების მოდულებისაგან შედგებოდა და მასში მონაწილეობას ეროვნული გვარდიის ქვედანაყოფის 50 სამხედრო მოსამსახურე იღებდა. ექვსდღიან სწავლებას ნორვეგიის სამეფოს შიდა გვარდიის ინსტრუქტორთა ჯგუფი და ეროვნული გვარდიის შტაბი ხელმძღვანელობდა.

გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ სწავლების მიმდინარეობა დადებითად შეაფასა.

„მიხარია, რომ ეს წვრთნები ძალიან კარგად მიმდინარეობს. შექმნილია რეალური გარემო, თითოეულ სამხედროს ესმის ამოცანა, ესმის მისი გადაწყვეტილების გზები. განიხილება თანამედროვე ჰიბრიდული საფრთხეებიც, რაც შესაძლებელია ქვეყანას დაემუქროს“, - აღნიშნა გენერალური შტაბის უფროსმა.

სამეთაურო-საშტაბო სწავლება „გორდა 2016“ იმ სამწლიანი პროგრამის მეორე ეტაპია, რომელიც ნორვეგიის სამეფოს შიდა გვარდიასთან თანამშრომლობით ხორციელდება. პირველი სწავლება 2015 წლის სექტემბერში ჩატარდა, მომდევნო, დასკვნითი ეტაპის განხორციელება კი 2016 წლის აგვისტოში, ეროვნული გვარდიის მასშტაბით იგეგმება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics