|
2024-07-24 12:40:10, 371 ნახვა
საზოგადოება
თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებს შორის 3X3 კალათბურთში გიორგი ანწუხელიძის სახელობის ტურნირი დაიწყო
საქართველოს თავდაცვის ძალებში ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის სახელობის ჩემპიონატი 3X3 კალათბურთში დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, ტურნირი დასავლეთის სარდლობის ქვედანაყოფების ასპარეზობით, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) სამწყობრო მოედანზე გაიხსნა. "ტრადიციული სპორტული ღონისძიება ორ ეტაპად ჩატარდება. პირველ შესარჩევ ეტაპზე ერთმანეთს საქართველოს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების გუნდები შეეჯიბრებიან. გამარჯვებული გუნდები ჩემპიონატის მეორე ეტაპზე გააგრძელებენ ასპარეზობას. ფინალური თამაშები ბათუმში 5 და 6 აგვისტოს გაიმართება, სადაც ასევე, დაგეგმილია დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების თამაში პარა-კალათბურთში. ფინალურ ეტაპზე გამოვლენილი გამარჯვებული გუნდი გიორგი ანწუხელიძის სახელობის გარდამავალ თასს მიიღებს, ხოლო საპრიზო ადგილების მფლობელები შესაბამისი მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდებიან. გიორგი ანწუხელიძის სახელობის 3X3 კალათბურთში ჩემპიონატი საქართველოს თავდაცვის ძალების ორგანიზებითა და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერით, უკვე მეოთხედ ტარდება. ჩემპიონატი საქართველოს თავდაცვის ძალებში ჯანსაღი ცხოვრების წესისა და სპორტული შემართების ამაღლებას უწყობს ხელს", - ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)