08:16 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-23 21:56:01, 550 ნახვა

მსოფლიო
სიიარტო - უნგრეთი დაბლოკავს ევროპის მშვიდობის ფონდიდან 6,5 მილიარდი ევროს გამოყოფას, ვიდრე უკრაინა „ლუკოილის“ ტრანზიტს არ დაუშვებს

უნგრეთი დაბლოკავს ანაზღაურების გადახდას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისთვის, რომლებმაც კიევს იარაღი მიაწოდეს, ვიდრე უკრაინა თავის ტერიტორიაზე რუსული კომპანია „ლუკოილის“ ნავთობის ტრანზიტს არ დაუშვებს, - ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეტერ სიიარტომ განაცხადა.

სიიარტოს თქმით, უნგრეთი და სლოვაკეთი ვეღარ იღებენ „ლუკოილისგან“ ნავთობს მილსადენ „დრუჟბის“ საშუალებით მას შემდეგ, რაც უკრაინამ „ლუკოილს“ გასულ თვეში სანქციები დაუწესა.

"ეს საკითხი ვიდრე არ მოგვარდება უკრაინის მიერ, ყველამ უნდა დაივიწყოს იარაღის გადაცემისთვის ევროპის მშვიდობის ფონდიდან 6,5 მილიარდი ევროს ანაზღაურების მიღება", - განაცხადა სიიარტომ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics