|
2024-07-20 13:02:32, 406 ნახვა
საზოგადოება
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში პროექტის „სათემო რეინჯერი“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში პროექტის „სათემო რეინჯერი“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. პროექტის ორგანიზატორებმა და მონაწილეებმა განვლილი ეტაპები და შედეგები შეაჯამეს და პრეზენტაციები წარადგინეს. ამის შესახებ ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, „სათემო რეინჯერი“ დაცული ტერიტორიების მიმდებარე ახალგაზრდების ჩართულობით უკვე 10 წელია ხორციელდება დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან აქტიური თანამშრომლობით, “სახეობათა კონსერვაციის სამეცნიერო-კვლევით ცენტრის” (NACRES) მიერ. "პროექტის „სათემო რეინეჯერი“ მიზანს ადგილობრივი ახალგაზრდების ჩართულობით, თანამონაწილეობრივი მართვის პრინციპების დანერგვა და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს. პროექტის მონაწილე ახალგაზრდები, თეორიულ ნაწილში, ტრენინგებს გადიან დაცული ტერიტორიების, ბიომრავალფეროვნების მონიტორინგისა და მონიტორინგში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების თემატიკით. პრაქტიკული ნაწილი კი, ეროვნული პარკის რეინჯერებთან აქტიური თანამშრომლობით, უშუალოდ მონიტორინგის ღონისძიებებში ჩართულობას მოიცავს: სათემო რეინჯერები, პროექტის გუნდთან და ეროვნული პარკის რეინჯერებთან ერთად, აქტიურად ერთვებიან საველე ექსპედიციებში და ბიომრავალფეროვნების მონიტორინგში. პროექტი „სახეობათა კონსერვაციის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის“ (NACRES) მიერ, დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკსა და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობით, კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) მხარდაჭერით განხორციელდა", - ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)