|
2024-07-17 12:37:23, 553 ნახვა
პოლიტიკა
„არ ვიცხოვრებთ რუსული კანონის წესებით“ - 121 ორგანიზაცია საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართავს
121 არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართავს. ამის შესახებ ორგანიზაციების წარმომადგენლებმა დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადეს. მათი თქმით, სარჩელთან ერთად, სასამართლოს "არაკონსტიტუციური ნორმების" მოქმედების შეჩერების შესახებ შუამდგომლობაც წარედგინება. "121 ქართული არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია ვაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას რუსული კანონის წინააღმდეგ. ამჯერად, საკონსტიტუციო სასამართლოს მივმართავთ კონსტიტუციური სარჩელით. სარჩელთან ერთად, სასამართლოს წარედგინება შუამდგომლობა არაკონსტიტუციური ნორმების მოქმედების შეჩერების შესახებ. კონსტიტუციური სარჩელი კიდევ ერთხელ ნათლად ადასტურებს, რომ სადაო კანონი ზღუდავს მოქალაქეთა უფლებას, გაერთიანდნენ საერთო მიზნის მისაღწევად, ქვეყნისთვის სასიკეთო საქმის საკეთებლად და ადამიანების დასახმარებლად. რუსული კანონის მიღებით, ხელისუფლება აყალიბებს მტრულ გარემოს, სადაც რისკად და საფრთხედ არის გამოცხადებული სხვადასხვა უფლებით, მათ შორის გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობა. მივესალმებით საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს პარლამენტის წევრთა გადაწყვეტილებას, მიმართონ საკონსტიტუციო სასამართლოს. კონსტიტუციის 78-ე მუხლი, რომელთანაც ეს სუბიექტები ითხოვენ სადაო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას, წარმოადგენს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის ქვაკუთხედს. ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო უმოკლეს ვადაში განიხილავს სადაო ნორმების მოქმედების შეჩერების შუამდგომლობას და დააკმაყოფილებს მას. ამასთან გაცნობებთ, რომ ჩვენ ვემზადებით საჩივრის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარსადგენად. კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ არ ვიცხოვრებთ რუსული კანონის წესებით და ჩვენ გამოვიყენებთ ყველა ეროვნულ თუ საერთაშორისო მექანიზმს მისი მოქმედების შესაჩერებლად, შესაფერხებლად, მის სრულ საბოლოო გაუქმებამდე",- აცხადებენ ორგანიზაციის წარმომადგენლები.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
სუხიშვილების ღია სცენა თაკარა ახალი პროგრამით ბრუნდება, ღონისძიებების მხარდამჭერია SOLO (რ)
STEM განათლება მთელი საქართველოსთვის - BOG-ისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი
მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)