10:04 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-17 09:39:39, 399 ნახვა

პოლიტიკა
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ძლიერი ნისლის გამო საქართველოში ვერ ჩამოფრინდა

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მევლუთ ჩავუშოღლუს საქართველოში ჩამოსვლა რამდენიმე საათით გადაიდო.

როგორც „ექსპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა, თვითმფრინავის მიღება, რომლითაც საქართველოში მევლუთ ჩავუშოღლუ უნდა ჩამოფრენილიყო, ძლიერი ნისლის გამო ვერ შეძლო.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს დილიდან საგარეო უწყებაში შეხვედრები უნდა გაემართა. არსებული ინფორმაციით, მევლუთ ჩავუშოღლუ საქართველოს რამდენიმე საათში ეწვევა. საგარეო საქმეთა სამინისტროში დილით დაგეგმილი შეხვედრა 12:30 წუთზე გაიმართება.

გარდა ამისა, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან, პრემიერ მინისტრთან გიორგი კვირიკაშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან მიხეილ ჯანელიძესთან.

შეხვედრებზე მხარეები განიხილავენ თურქეთ-საქართველოს შორის ორმხრივი პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების საკითხებს.

ვიზიტის ფარგლებში მევლუთ ჩავუშოღლუ პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული მებრძოლების ხსოვნას და გვირგვინით შეამკობს  გმირთა მემორიალს. 

19 თებერვალს მევლუთ ჩავუშოღლუ მონაწილეობას მიიღებს  აზერბაიჯანის, საქართველოს და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების სამმხრივ შეხვედრაში. მინისტრები  ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზის მაგისტრალის პროექტის ფარგლებში კარწახის მონაკვეთს მოინახულებენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics