13:36 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-10 11:43:36, 731 ნახვა

მსოფლიო
ტრამპი - მოდი, კიდევ ერთი დებატები გავმართოთ, რათა მძინარა ჯომ ყველას დაუმტკიცოს, რომ აქვს ის, რაც პრეზიდენტს უნდა ჰქონდეს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი მოქმედ პრეზიდენტ ჯო ბაიდენს მორიგ დებატებსა და გოლფის შეჯიბრებაში იწვევს. ამის შესახებ განცხადება ყოფილმა პრეზიდენტმა ფლორიდაში, მხარდამჭერებთან შეხვედრისას გააკეთა.

ტრამპის თქმით, 27 ივნისს გამართულ სატელევიზიო დებატებზე "ძალიან იოლად" დაამარცხა ჯო ბაიდენი და ახლა "დემოკრატიული პარტია" თავად ცდილობს, აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის საარჩევნო რბოლიდან ჩამოშორებას.

„მოდი, კიდევ ერთი დებატები გავმართოთ ამ კვირაში, რათა მძინარა ჯომ შეძლოს, ყველას დაუმტკიცოს მსოფლიოში, რომ მას აქვს ის, რაც პრეზიდენტს უნდა ჰქონდეს. ახლა ეს იქნება ორი კაცის დაპირისპირება მოდერატორების გარეშე. უბრალოდ, დაასახელოს ადგილი და დრო, სადაც სურს.

მე, ასევე, ოფიციალურად ვიწვევ თაღლით ჯო ბაიდენს გოლფის თამაშში, შეჯიბრებაში. ეს იქნება შეჯიბრი, რომელსაც მსოფლიოში ყველაზე მეტი ადამიანი ნახავს, მთელი ისტორიის განმავლობაში“,- თქვა ტრამპმა.

ტრამპის განცხადებას უკვე გამოეხმაურნენ ბაიდენის საარჩევნო კამპანიაში ჩართული პირები და აღნიშნეს, რომ პრეზიდენტს „არ აქვს დრო, დონალდ ტრამპის უცნაური ხრიკებისთვის - ის დაკავებულია აშშ-ის ხელმძღვანელობითა და თავისუფალი სამყაროს დასაცავად".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კალაძე: კომპანია მარიჯანის N4-ში რომელიც ამჟამად აწარმოებს სამუშაოებს, თავად დაზარალებულებმა შეარჩიეს
თბილისში უკრაინაში დაღუპული მოხალისეების ხსოვნისადმი მიძღვნილი მსვლელობა გაიმართება
შეერთებულმა შტატებმა საქართველოს სასაზღვრო კომუნიკაციებისთვის ათობით როუტერი გადასცა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 29 პირი დააკავა, ხოლო 3 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება, მათ შორის ერთი ”კანონიერი ქურდია”
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics