13:37 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-09 19:42:55, 695 ნახვა

მსოფლიო
ერდოღანი - უკრაინის მხარდასაჭერად ნაბიჯების შემუშავებისას ვინარჩუნებთ ჩვენს პრინციპულ პოზიციას - არ გავხადოთ ნატო ომის მხარე

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ვაშინგტონში, ნატოს სამიტზე გაფრენამდე მოკავშირეები გააფრთხილა, არ გადადგან ისეთი ნაბიჯები, რომლებმაც შესაძლოა, ალიანსი უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩაითრიოს. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

ერდოღანის თქმით, ოფიციალური ანკარა უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას უჭერს მხარს და ამ პრინციპის ერთგულია.

„უკრაინის მხარდასაჭერად გადასადგმელი ნაბიჯების შემუშავებისას ვინარჩუნებთ ჩვენს პრინციპულ პოზიციას, რომ არ გავხადოთ ნატო ომის მხარე“, - განაცხადა ერდოღანმა ვაშინგტონში, ნატოს სამიტზე გაფრენამდე ანკარის აეროპორტში.

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კალაძე: კომპანია მარიჯანის N4-ში რომელიც ამჟამად აწარმოებს სამუშაოებს, თავად დაზარალებულებმა შეარჩიეს
თბილისში უკრაინაში დაღუპული მოხალისეების ხსოვნისადმი მიძღვნილი მსვლელობა გაიმართება
შეერთებულმა შტატებმა საქართველოს სასაზღვრო კომუნიკაციებისთვის ათობით როუტერი გადასცა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 29 პირი დააკავა, ხოლო 3 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება, მათ შორის ერთი ”კანონიერი ქურდია”
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics