|
2024-07-09 12:10:22, 393 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - ეროვნულმა ნაკრებმა სხვა რელსებზე გადაიყვანა არა მარტო ქართული ფეხბურთი, არამედ მთელი საქართველო
ეროვნულმა ნაკრებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ არავისზე ნაკლები შესაძლებლობები არ გვაქვს და ტოლს არ ვუდებთ არცერთ საჩემპიონო გუნდს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კალაძემ საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით ასპარეზობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ამ წარმატებით ამაყია თავადაც და ყველა ქართველი გულშემატკივარი. „არ შემიძლია, დიდი მადლიერებით და სიამაყით არ გამოვეხმაურო ჩვენი ეროვნული ნაკრების წარმატებას ევროპის ჩემპიონატზე და იმ ლამაზ, სანახაობით ფეხბურთს, რითაც ფეხბურთის უამრავი მოყვარულის გული დაიპყრო ჩვენმა დებიუტანტმა გუნდმა. იყო მოგებაც და წაგებაც, მაგრამ რაც მთავარია, ეროვნულმა ნაკრებმა აჩვენა ის შთამბეჭდავი შედეგი, რომელსაც, რამდენიმე თვის წინ, გულშემატკივართა დიდი ნაწილი არც ელოდა. ეროვნულმა ნაკრებმა, შეიძლება ითქვას, სხვა რელსებზე გადაიყვანა არა მარტო ქართული ფეხბურთი, არამედ მთელი საქართველო, გააჩინა თვითრწმენა, მოტივაცია და უფრო დიდი გამარჯვებების მოლოდინი, კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ არავისზე ნაკლები შესაძლებლობები არ გვაქვს და ტოლს არ ვუდებთ არცერთ საჩემპიონო გუნდს. რამდენიმე დღის წინ, ვიმყოფებოდი იტალიაში, სადაც შევხვდი ჩემს ყოფილ კოლეგებს. მართლაც ამაყი ვარ იმით, თუ რა დამოკიდებულება აქვთ მათ საქართველოს, ქართული ფეხბურთის მიმართ და სასიამოვნო იყო იმ სიტყვების მოსმენა, რასაც ჩვენს ბიჭებზე საუბრობდნენ. დარწმუნებული ვარ, ყველა ქართველი გულშემატკივარი ამაყია ამ მიღწევით. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო თითოეულ ჩვენს ფეხბურთელს იმ შრომისა და თავდადებისთვის, რაც მინდორზე აჩვენეს. მადლობა მთავარ მწვრთნელს ვილი სანიოლს, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ჩვენი ნაკრები წარმატებული ყოფილიყო. აქვე მადლობა მთლიანად სამწვრთნელო შტაბს, ტექნიკურ პერსონალს“, - განაცხადა კალაძემ.
სარაკეტო დარტყმების შემდეგ ბელგოროდში კვლავ გაითიშა ელექტროენერგია, წყლისა და გაზის მიწოდება შეწყდა
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის სკანდალი: როგორ გააუქმა ტრამპმა წითელი ბარათი
Financial Times: აშშ უკრაინას რუსეთის ნავთობობიექტებზე თავდასხმებში ეხმარება
გერმანიის სამხედრო ხარჯები ცივი ომის შემდეგ უნახავ დონეს მიაღწევს
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)