14:51 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-07 12:53:45, 489 ნახვა

მსოფლიო
საფრანგეთში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს

საფრანგეთში დღეს, 7 ივლისს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. 

BBC-ის ცნობით, ხმის მიცემის პროცესი საფრანგეთში ადგილობრივი დროით 08:00 საათზე დაიწყო და პირველი ეგზიტპოლის შედეგები გვიან ღამით გახდება ცნობილი.

არჩევნებში ერთმანეთს 3 ძირითადი პოლიტიკური ბლოკი უპირისპირდება: ულტრამემარჯვენე "ეროვნული გაერთიანება", პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის "ცენტრისტული ალიანსი" და "ახალი სახალხო ფრონტის კოალიცია".

შეგახსენებთ, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები  მას შემდეგ დანიშნა, რაც ევროპარლამენტის არჩევნებში მისი "ცენტრისტული ალიანსი" "ეროვნულ გაერთიანებასთან" დამარცხდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კალაძე: კომპანია მარიჯანის N4-ში რომელიც ამჟამად აწარმოებს სამუშაოებს, თავად დაზარალებულებმა შეარჩიეს
თბილისში უკრაინაში დაღუპული მოხალისეების ხსოვნისადმი მიძღვნილი მსვლელობა გაიმართება
შეერთებულმა შტატებმა საქართველოს სასაზღვრო კომუნიკაციებისთვის ათობით როუტერი გადასცა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 29 პირი დააკავა, ხოლო 3 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება, მათ შორის ერთი ”კანონიერი ქურდია”
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics